dedamiwa - klimatis klasifikacia alisovis mixedviT

 

კლიმატის ტიპების კლასიფიკაციის ერთ-ერთი სისტემა შემოგვთავაზა ბორის პეტროვიჩ ალისოვმა 1936 წელს, რომელმაც განვითარება ჰპოვა მის 1941 წლის სადოქტორო დისერტაციაში კლიმატის გენეტიკური კლასიფიკაცია და დეტალურად დამუშავდა 1950-იან წლებში.

aRwereiloba

ბ. პ. ალისოვმა შემოგვთავაზა, გამოვყოთ კლიმატური ზონები და არეები ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის პირობებიდან გამომდინარე. ის გამოყოფს შვიდ ძირითად კლიმატურ ზონას; ეკვატორულს, ორ ტროპიკულს, ორ ზომიერს და ორ პოლარულს (ყოველ ნახევარსფეროში – თითოს), როგორც ისეთ ზონებს, რომელშიც კლიმატის წარმოქმნა მთელი წლის განმავლობაში ხდება მხოლოდ ერთი ტიპის: ეკვატორული, ტროპიკული, ზომიერი (პოლარული) და არქტიკული (სამხრეთ ნახევარსფეროში – ანტარქტიკული) ჰაერის მასების უპირატესი ზემოქმედებით.

მათ შორის ალისოვი განასხვავებს ექვს გარდამავალ ზონას, სამს – თითოეულ ნახევარსფეროში, რომლებიც ხასიათდება უპირატესი ჰაერის მასების სეზონური ცვლით. ეს არის ორი სუბეკვატორული ზონა, ანუ ტროპიკული მუსონების ზონა, რომლებშიც ზაფხულში ჭარბობს ეკვატორული, ხოლო ზამთარში – ტროპიკული ჰაერი; ორი სუბტროპიკული ზონა, რომლებშიც ზაფხულში ბატონობს ტროპიკული ჰაერი, ხოლო ზამთარში – ზომიერი; სუბარქტიკული და სუბანტარქტიკული, რომლებშიც ზაფხულში ჭარბობს ზომიერი, ხოლო ზამთარში არქტიკული ან სუბარქტიკული ჰაერი.

ზონების საზღვრებს ადგენენ კლიმატური ფრონტების საშუალო მდგომარეობის მიხედვით. ასე მაგალითად, ტროპიკული ზონა მდებარეობს ტროპიკული ფრონტების ზაფხულის განლაგებასა და პოლარული ფრონტების ზამთრის განლაგებას შორის. ამიტომ ის მთელი წლის განმავლობაში უპირატესად ტროპიკული ჰაერით იქნება დაკავებული. სუბტროპიკული ზონა მდებარეობს პოლარული ფრონტების ზამთრისა და ზაფხულის განლაგებებს შორის, ამიტომაც ზამთარში ის – პოლარული ჰაერის, ხოლო ზაფხულში – ტროპიკული ჰაერის უპირატესი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ანალოგიურად განისაზღვრება სხვა ზონების საზღვრებიც.

განედური ზონალობა ↓ ზღვის კლიმატი კონტინენტური კლიმატი მუსონური კლიმატი მთის კლიმატი
ეკვატორული კლიმატი        
სუბეკვატორული კლიმატი        
ტროპიკული კლიმატი პასატური კლიმატი ტროპიკული მშრალი კლიმატი ტროპიკული მუსონური კლიმატი მუსონური კლიმატი ტროპიკულ პლატოებზე
სუბტროპიკული კლიმატი სუბტროპიკული ოკეანური კლიმატი და ხმელთაშუაზღვის კლიმატი სუბტროპიკული შიდა კონტინენტური კლიმატი სუბტროპიკული მუსონური კლიმატი სუბტროპიკული მაღალმთიანეთის კლიმატი
ზომიერი კლიმატი ზომიერი ზღვის შიდა კონტინენტური ზომიერი კლიმატი ზომიერი მუსონური კლიმატი მთიანი რაიონების კლიმატი ზომიერ განედებში
სუბპოლარული კლიმატი სუბანტარქტიკული კლიმატი სუბარქტიკული კლიმატი    
პოლარული კლიმატი არქტიკული კლიმატი ანტარქტიკული კლიმატი